LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს.. ნინო სუხიშვილი სამიზნეა“ – სალომე სამადაშვილი „სუხიშვილების“ ვიდეოზე

2579
Untitled design (1)

„რატომ ითხოვს „სუხიშვილების“ პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო… დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე სამადაშვილი ეხმიანება ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებუ ვიდეოს, რომელიც კულისებში, რეპეტიციაზეა გადაღებული. ვიდეოს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

„მოცეკვავეს რომ გარკვეული ფიზიკური მონაცემები სჭირდება – რა არის ამაში უცნაური?

ხარისხის სტანდარტია „სუხიშვილები“ ქართულ ცეკვაში. უხარისხობა სამარკო ნიშანი გახადა ამ მთავრობამ. ხარისხიანი რაც გვაქვს, მოდით ბარემ ერთბაშად გავანადგუროთ, „იმ პიროვნება“ – ტალიბანივით.

ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია, პროფესიონალი და ქართულ საქმეს აკეთებს“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

 

რატომ ითხოვს სუხიშვილების პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო…დაბალი, მსუქანი,…

Posted by Salome Samadashvili on კვირა, 24 სექტემბერი, 2023

 

„რა „ისტერიკებია“ ატეხილი? მისი უფლებები არ ირღვევა? ყველანაირ სანუკვარს ნუ გათხვრით და შემოქმედ ხალხს „ოჯახებში“ ნუ უვარდებით, ანსამბლი „ოჯახია“ – თაკო ჩარკვიანი „სუხიშვილების“ რეპეტიციის კადრებზე 

„უმაგრესი ხარ ნინო!! რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა, ისე ვმღეროდი, დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს.. შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე“ – როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები