LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესეც ჩვენი პირველი ახალი წელი 40 წლის შემდეგ..პატარა ამბიცია გაგვიჩნდა, მსგავსი ფოტოსესია მომავალში სოხუმშიც ჩავატაროთ“ – სოხუმელი წყვილის ახალი ფოტოები გულს გაგითბობთ

1089
BeFunky-collage (1)

ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორიას საზოგადოება უკვე დიდი ხანია თვალს ადევნებს.

ნინო და ემზარი, რომელთა სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ 40 წლის წინ სოხუმში დაიწყო, უკვე ერთად არიან და შტატებში ცხოვრობენ.

ამჯერად, ნინო სოციალურ ქსელში ემზართან გადაღებულ უახლეს ფოტოებს გვიზიარებს.

„ესეც ჩვენი პირველი ახალი წელი ორმოცი წლის შემდეგ. წელს არ გვიყიდია არც ნაძვის ხე, არც განსაკუთრებული სათამაშოები და დეკორაცია, არც „გასაპრანჭი“ ტანსაცმელი. ისე ვეცადეთ მოგვეტანა თქვენამდე ჩვენი ემოცია და საახალწლო განწყობა, რაშიც დიდი როლი არაჩვეულებრივმა პროფესიონალმა, გემოვნებიანმა და პოზიტიურმა Katherina Gujabidze -მ ითამაშა.

დაზოგილი თანხით კი ჩვენი საყვარელი ადამიანები გავახარეთ საახალწლოდ. ფოტოსესია მეგობარმა გვისაჩუქრა. არ მოვნიშნავ, არ უყვარს მსგავსი რაღაცები, მეჩხუბება. ისე, პატარა ამბიცია გაგვიჩნდა, მსგავსი ფოტოსესია მომავალში სოხუმშიც ჩავატაროთ, იმედია არ გვეტყვიან უარს. დამდეგ ახალ წელს და შობას გილოცავთ. ყველას თქვენი წილი ბედნიერება გქონოდეთ და ბლომად. ჯანმრთელად იყავით და შემართებით. დამიჯერეთ, რასაც ჩაიფიქრებთ და გულით მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ დროთა განმავლობაში. დიდი მადლობა, რომ ჩვენი მეგობრები ხართ, გვიყვარხართ და გვეიმედებით. თქვენი ჯღარკავა და კვარაცხელია,“ – წერს ნინო კვარაცხელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g