გვარდიოლამ ტრანსფერებზე კარიერაში 1 მილიარდი ევრო დახარჯა.
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბენჯამინ მენდი გაიფორმა (მცველისთვის სარეკორდო 57,5 მლნ ევრო), სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თავისი სატრანსფერო ხარჯი 998,4 მილიონ ევრომდე აიყვანა.
ინგლისურ კლუბში კატალონიელმა სპეციალისტმა 453 მლნ ევროს ახალი მოთამაშეები მიიღო, „ბაიერნში“ სამი წლის განმავლობაში 203 მლნ ევრო დახარჯა, „ბარსელონაში“ 4 სეზონში – 341 მილიონი.
ყველაზე ძვირი ტრანსფერი გვარდიოლასთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაყვანა გახდა, რომელიც 2009 წელს „ბარსაში“ 69,5 მლნ ევროდ მივიდა.