ეშტონ კაჩერმა და მილა კუნისმა მოვლენებს წინ გაუსწრეს და შობამდე 1 კვირით ადრე, მეგობრებს ორიგინალური სადღესასწაულო საჩუქარი გაუკეთეს. პირველი სიურპრიზი მათ, დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს მოუწყვეს.
მოულოდნელი სასიამოვნო ამბავი ,,ინსტაგრამის” გამომწერებს თავად შეპარდმა გაუზიარა. მან სახლში ვარსკვალური წყვილის სტუმრობისას, კაჩერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გაახალისა, ეშტონისა და მილას გამოსახულებიანი აბაზანის ფარდა ჩანს.
,,საშობაო საჩუქარი კუნისი-კაჩერის ოჯახისგან. ლამაზი საშხაპე ფარდა აბაზანისთვის”, – იხუმრა დექსმა.
შეგახსენებთ, რომ კაჩერი და შეპარდი 2003 წელს MTV-ის იუმორისტული შოუს, Punk’d, ხოლო მათი მეუღლეები ფილმის ,,ცუდი დედიკოები” გადაღებებზე დამეგობრდნენ.