LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელებმა საუკეთესოები დაასახელეს: რონალდო ოფსაიდშია

33

პრიმერაში 2015/16 წლების სეზონის ყველაზე მაგარი ფეხბურთელები და მწვრთნელი დაასახელეს.
ესპანეთში რვა პერსონალური ჯილდო დაარიგეს.

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ”ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა მიიღო. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო დიეგო სიმეონეს მისცეს.

აი ისინი, ვისაც პერსონალური ტიტულები ჩამოურიგეს: მარკო ასენსიო (საუკეთესო ახალწვეული, რეალი), იან ობლაკი (საუკეთესო მეკარე, ატლეტიკო), დიეგო გოდინი (საუკეთესო მცველი, ატლეტიკო), ლუკა მოდრიჩი (საუკეთესო ნახევარმცველი, რეალი), ლუის სუარესი (საუკეთესო ლეგიონერი, ბარსელონა) და ლიონელ მესი (საუკეთესო თავდამსხმელი, ბარსელონა).

ჩემპიონატის მეორე ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო (35 გოლი) ჯილდოს გარეშე დარჩა.

2015/16 წლების ლა ლიგა ”ბარსელონამ” მოიგო, რომელმაც 91 ქულა დააგროვა, ერთით მეტი, ვიდრე ”რეალმა”.

 

Cvj8CZRXEAAaaH3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები