LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი ქალ ფეხბურთელებს იმდენივეს გადაუხდის რამდენსაც კაცებს

67
spain..

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ამიერიდან ქალთა და კაცთა ნაკრებები ერთნაირ ანაზღაურებას მიიღებენ. მათი გადაადგილებისა თუ კვების ხარჯებიც ზუსტად ერთნაირი იქნება. გარდა ამისა, ყველა ფეხბურთელს გამარჯვებისთვის ერთნაირი ბონუსები ჩაერიცხება და სპონსორთაგან დარიცხული პროცენტიც ზუსტად თანაბარი იქნება.

ესპანეთმა ქალი ფეხბურთელების პროფესიული სტატუსი მხოლოდ 2020 წელს, გაფიცვებისა და მასშტაბური საპროტესტო ტალღის შემდეგ აღიარა. მაშინ სპორტსმენებმა პირველად მიიღეს უფლება, რომ წელიწადში მინიმალური ხელფასი 16 ათასი ევრო მიეღოთ. ასევე მიეცათ უფლება, გასულიყვნენ დეკრეტში და ტრავმის შემთხვევაში გამოჯანმრთელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი გახდა მეორე ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც ქალი და მამაკაცი ფეხბურთელების ხელფასები გაათანაბრა. პირველი ასეთი ქვეყანა ირლანდია იყო. მსოფლიოს მასშტაბით კი ამ სიაში ასევე ინგლისი, ნორვეგია და აშშ შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები