LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ერთი ქალაქიდან მეორეში ავტობუსით წასვლა უფასო გახდება

147
thumb_1024x663_spain-bus-min

ესპანეთში მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო ავტობუსები უფასო გახდება. უფასოდ მგზავრობას შეძლებს ყველა მგზავრი, დაწყებული 2023 წლის იანვრიდან. ინფორმაციას ამის შესახებ The Local ავრცელებს.

ასეთი სიახლის მთავარი მიზანი ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა, რაც გლობალურ დათბობას ძალიან აჩქარებს. სექტემბრიდან ესპანეთში უკვე ამოქმედდა 50%-იანი ფასდაკლება შორი მგზავრობის ყველა მარშრუტზე.

2050 წლისთვის ევროპაში მავნე გამონაბოლქვის ოდენობა იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ მისი განეიტრალება თავად შეძლოს. ასეთი მიზანი დაისახა ევროკავშირმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში და ევროპული ქვეყნებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს საკითხი მოაგვარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები