LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის გასტრონომიული დედაქალაქი 2019 წელს ალმერია იქნება

239

ესპანეთის გასტრონომიული დედაქალაქი 2019 წელს ალმერია იქნება. ყველაზე გემრიელი კონკურსის ჟიურიმ პროვინცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გამოყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ალმერია ევროპულ ქვეყნებს ხილ-ბოსტნეულით ამარაგებს, ადგილობრივი სამზარეულო კი „მიწისა და ზღვის“ უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს. წითელმა კრევეტებმა, მოხარშულმა რვაფეხმა, პინჩოსმა თუ ბევრმა სხვა კერძმა კომპეტენტური ჟიურის მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ალმერია ანდალუსიის რიგით მეორე ქალაქია, რომელმაც ქვეყნის გასტრონომიული ცენტრის წოდება მოიპოვა და ის 2018 წლის გამარჯვებულს – ლეონს ჩაანაცვლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები