LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში დროს გაასწრებენ: მატარებელი აფრიკაში 18 წუთში ჩავა

54

ესპანეთში სულ მალე სუპერსწრაფი მატარებელი გაჩნდება და ის საათში 1200 კმ-ს განავითარებს. ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთთან ესპანეთის დედაქალაქსა და მაროკოს ქალაქ ტანჟერს დააკავშირებს. ინოვაციური ტრანსპორტის სიჩქარე 1,2 კმ/სთ იქნება და მადრიდიდან ტანჟერამდე მანძილის გავლას კი სულ რაღაც 18 წუთი დასჭირდება. ტრანსპორტი უჩვეულო სიჩქარეს ჰერმეტულ მილში მოძრაობისას განავითარებს და ამას ის დაბალი წნევისგან შექმნილი ღრუბლის დახმარებით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ მატარებლის მშენებლობა 2020 წლისთვის, ანდალუსიის რეგიონში დაიწყება და პროექტისთვის 77 მილიონი ევროა გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები