LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონელმა მეცნიერებმა ძველი სმარტფონები ჭკვიან სენსორებად გარდაქმნეს

109
Thumbnails-for-IE-articles-Smartphone-Reused-as-data-centers

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა იპოვეს მარტივი და იაფი გზა იმისათვის, რომ ძველ სმარტფონებს მეორე სიცოცხლე დააწყებინონ. სულ რაღაც 8 ევროს ღირებულების მოდიფიკაციით, მოწყობილობა შესაძლოა გადაკეთდეს მონიტორინგისთვის განკუთვნილ მინი-სერვერად. სიახლის შესახებ interesting engineering წერს.

ამისათვის საჭიროა ძველი სმარტფონიდან აკუმულატორის ამოღება, გარე კვების წყაროს შეერთება და რამდენიმე მოწყობილობის ერთიან სისტემად გაერთიანება. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ცეცხლის გაჩენის ან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვის რისკს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ოთხი გადაკეთებული სმარტფონი ზღვის მონიტორინგისთვის გამოიყენეს. მოწყობილობები ავტომატურად აანალიზებდნენ წყალში გადაღებულ ვიდეომასალას და ბიოლოგებს თევზებისა და სხვა წყლის ბინადრების დათვლაში ეხმარებოდნენ.

გარდა ზღვის მონიტორინგისა, ეს ტექნოლოგია გამოსადეგია ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟებული სმარტფონები შეძლებენ მგზავრების დათვლას და ამით ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები