LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთში ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს

31

ესტონეთის ქალაქ ტარტუში 72 საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. ქალაქის ისტორიული ცენტრი ნამდვილ ტყეს დაემსგავსა, იქ უამრავი პატარა, საშუალო და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი – დიდი ნაძვის ხე დადგეს.

იდეის ავტორი ხელოვანი ტარმო ლადვა გახდა. მისი განცხადებით, საშობაო პროექტი არის ბავშვებისთვის და იმ უფროსებისთვის, ვინც თავს ისევ ბავშვად მიიჩნევს. ყველა დამთვალიერებელს საშუალება ექნება, რომ ულამაზეს გარემოში გაისეირნოს, დალიოს ცხელი ღვინო და სასიამოვნო ჰანგებით დატკბეს.

აღსანიშნავია, რომ ნაძვები სპეციალურად პროექტისთვის არ მოუჭრიათ და ხანდაზმულობის გამო მათი მოჭრა ისედაც აუცილებელი იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები