LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთერ ლიპარტელიანი: „თემო არაფერს მითმობს, უფრო ძლიერად მეჭიდავება და სულ თვითონ იმარჯვებს…“

177
ეთერ ლიპარტელიანი და თემო ნოზაძე

ახლახან ძიუდოისტები ეთერ ლიპარტელიანი და თემო ნოზაძე დაქორწინდნენ. ეთერი ჟურნალ „სარკეს“ უყვება თავის რჩეულთან ურთიერთობის შესახებ:

„სერიოზული, თავდაჯერებული, რაც მთავარია, პატიოსანი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანია. დიდი ხანია, ერთად ვვარჯიშობთ, ასპარეზობაში სტიმულს მაძლევს.

მას თუ შერკინებიხართ ვარჯიშის დროს?

დიახ და არაფერს მითმობს, უფრო ძლიერად მეჭიდავება და სულ თვითონ იმარჯვებს (იცინის). თემო ყოველმხრივ ხელს მიწყობს, მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც მამზადებდა გორში შეკრებებზე. გორში ცხოვრობს, ზოგადად, ბიჭები ვარჯიშის დროს ძალიან მეხმარებიან.

თემო ხომ არ ეჭვიანობს ხოლმე?

როცა საქმე ძიუდოს ეხება, არ ეჭვიანობს, ისე კი, უცხო ბიჭებთან ჩხუბიც მოსვლია…

ვიდეო: ულამაზესი ჯვრისწერა, გრანდიოზული ტორტი, ფეიერვერკის წვიმა და ბედნიერი წყვილი – ქართველი ძიუდოისტების ეთერ ლიპარტელიანის და თემო ნოზაძის ზღაპრული ქორწილი

ვიდეო: „ნახეთ ვისი ქორწილია დღეს“ – ეთერ ლიპარტელიანი დაქორწინდა – ვინ არის ქართველი ძიუდოისტი ქალის რჩეული?

ახალი კადრები ეთერ ლიპარტელიანის და თემურ ნოზაძის ქორწილიდან – ძიუდოისტი წყვილი მილოცვებს იღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g