ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში ჩამოდის. ნუკი ხშირად მონტაჟის გარეშე უზიარებს გამომწერებს დღის ამბებს. ამჯერადაც ჩვეული გულწრფელობით გამოაქვეყნა სთორები, სადაც ჩანს, რომ საქართველოში ის უამრავი ბარგით ჩამოდის.
„თქვენი აზრით, ნორმალურია ამ რაოდენობის ჩემოდნებით გამომგზავრება? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამუდამოდ გადავდივარ საცხოვრებლად. სხვათა შორის სამუდამოდ რომ გადმოვდიოდი, ამდენი ჩემოდანი არ წამომიღია“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
