არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალურმა ავიახაზებმა „World Travel Awards”-ის სპეციალური ჯილდო წელს უკვე მერვედ მიიღო. ამჯერად მან საუკეთესო ავიაკომპანიასთან ერთად სპეციალური ჯილდო – „პირველი კლასის საუკეთესო სალონისთვისაც“ აიღო.
რაც შეეხება „საუკეთესო ბიზნეს-კლასის“ კატეეგორიას, მასში წელს ჩინურმა კომპანია „Hainan Airlines“-მა, ეკონომ კლასში კი – არაბეთის ავიახაზებმა „Oman air“-მა გაიმარჯვა.
ექსპერტთა აზრით, საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი კომპანია 2016 წლის მონაცემებით მალაიზიური გადამზიდი „AirAsia“ გახდა.
World Travel Awards არის საერთაშორისო ტურისტული დაჯილდოება, რომელიც 1993 წლიდან იმართება და მისი მიღება ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა.
