LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთნოგრაფიულ სახლი, საკოლექციო ვენახი, ღვინის მუზეუმი, მასტერკლასები… მედიატური “შუმის” კომპლექსში

457
pjimage

ღვინის კომპანიამ “შუმი”, რომელიც მრავალრიცხოვანი ჯიშებით მდიდარ ვენახებს ფლობს, მედიის წარმომადგენლებისთვის წინანდალში შეხვედრა გამართა.

 

ჟურნალისტებმა ნაფარეულში შუმის ბიო და ბიოდინამიური ვენახი დაათვალიერეს. ისინი ასევე უნიკალურ ადგილას მდებარე, 9 ჰექტარზე გაშენებულ “შუმის” ტურისტულ კომპლექსს ესტუმრნენ და საკოლექციო ვენახის მონახულების შესაძლებლობაც მიეცათ, სადაც ვაზის 900-ზე მეტი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე ათეული ჯიშია დაცული.

 

ამასთან, ეთნოგრაფიულ სახლი, ღვინის მარანი, ენოთეკას და ვაზის და ღვინის მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც უძველესი 6000 წლით დათარიღებული ექსპონატებია თავმოყრილი.

 

მედიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტებსა და კულინარიულ მასტერკლასებში – ქართული პურისა და ხაჭაპურის ცხობაში, ხინკლის მოხვევასა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

  

კომპლექსის ვიზიტორებს ამ აქტივობების გარდა მონაწილეობის მიღება რთველშიც შეუძლიათ, სადაც საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძნის ქვევრში ჩაწურვის შესაძლებლობა მიეცემათ.

ცნობისთვის, “შუმი” საქართველოში პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც ბიოდინამიკური ვენახის დემეტერის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებაზეა წარდგენილი.

კომპანია, რომელიც 2004 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ ბიოღვინოს აწარმოებს, 270-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის მედლითაა დაჯილდოებული და პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 29 ქვეყანაში ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g