LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეუბნებიან, რომ მივლინებაში ვარ… ერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა გაიზრდება იამაყებს”- ნიკა მელია შვილზე

142
nika-melia-w-h

“მთავარ არხთან” ინტერვიუში ციხეში მყოფი ნიკა მელია ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილი, სანდრო აკლია.

“ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის?! ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი. მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე სანდროსთვის მივლინებაზე უფრო გასაგები.

ერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ, როცა გაიზრდება, Youtube-ში ან Google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს. მგონია, რომ იამაყებს ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას, ეჭვიც არ მეპარება.”-აღნიშნა ნიკა მელიამ.

“მთელი საქართველო და მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია, გული მწყდება” – ნიკა მელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები