LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „საზოგადოების დაკვეთა არ არის ერთიანი სია, ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში“

124
ნიკა მელია

„საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის ერთიანი პარტიული სია. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიაში გაითვალისწინებენ ნებისმიერ პრაგმატულ სვლას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას და ხელისუფლების ცვლილებას მოემსახურება:

ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე გავალთ არჩევნებზე – იაგო ხვიჩია

„როცა ვიყავი იქ, სადაც ვიყავი, თვეების განმავლობაში, მთელი ნარატივი ჰქონდათ, რომ მე ვცდილობდი იმ პარტიიდან გამიჯვნას. ახლა თქვენ გაწყობთ სხვაგვარად წარმოაჩინოთ, თითქოს, ჩვენ პარტია „ახალს“ კი არ ვაშენებთ, ახლებურ საწყისებსა და მიდგომებზე, არამედ გინდათ, რომ პარტია „ახალი დააკავშიროთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

ეს არ გამოვა, რადგან საზოგადოებასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათ ესმით, ხედავენ, რომ თუ ჩვენ რაიმეთი განვსხვავდებით ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისგან, ეს არის, პირველ რიგში, მავნე გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა, სადაც ანგარიშვალდებულება არის მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე.

პარტია „ახალში“ არის უკვე ინტეგრირებული ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი, რომლებიც არასდროს ყოფილან წინა სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლები. ეს პარტია კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება და ეს არის ძალა, ქართული დემოკრატიისთვის. ქართული დემოკრატიის გადასარჩენადაც არის შექმნილი პარტია „ახალი“.

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს – ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს“

„ქართული ოცნება“ რეპრესიებს ყოველდღე აანონსებს, რომელსაც ამის გარდა, პოლიტიკურ შეიარაღებაში არაფერი დარჩენიათ.“

ჩვენ, პირველ რიგში, გვინდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია გვქონდეს ამომრჩეველთან. ამის შემდეგ ნებისმიერი პრაგმატული სვლა, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას და ხელისუფლების ცვლილებას, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული ჩვენ მიერ.

ერთიანი სია, როგორც მოცემულობა, არ არის მომგებიანი ქართული ოპოზიციისთვის. საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ არის. ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველო“: „ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს ვიწყებთ… ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები