პრესტიჟულმა გამოცემამ Euromoney, 2025 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
გამარჯვებული კომპანიები ჟიურის მიერ აპლიკაციისა და ინტერვიუს საფუძველზე შეირჩნენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ბანკი გამოირჩევა ინოვაციებისადმი მისწრაფებით, რაც მის მიერ შექმნილ სერვისებსა და პროდუქტებში აისახება. ეს კი განპირობებულია საფინანსო ინსტიტუტის გუნდის მთავარი ღირებულებით – შექმნას მომხმარებლისთვის მათზე მორგებული, ოპერაციული გამოცდილებები.
Euromoney-ს განცხადების თანახმად, სწორედ 2024 წელს საქართველოს ბანკის მიერ დანერგილი ციფრული ინოვაციები საფინანსო ინსტიტუტის მიერ მიღწეული წარმატების საფუძველი გახდა. ასეთ ინოვაციებს შორისაა: AI ჩატბოტი, რომელზეც დღეისთვის ჩატების ინტერაქციების 40%-მდე მოდის, ეს კი ხელს უწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას; ასევე, პროდუქტი – ნაწილ-ნაწილ, რომელიც ცვლის მომხმარებელთა გამოცდილებას და ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას; Ads მენეჯერის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა 1.7 მილიონამდე მომხმარებელზე; მანქანის დაზღვევის სივრცე, ინდმეწარმეებისთვის ბიზნეს მობილბანკში შექმნილი საგადასახადო საკითხების მართვის სივრცე და სხვა.
„Euromoney ყოველწლიურად ახორციელებს Awards for Excellence-ის ჯილდოს, რომელიც მიზნად ისახავს, საბანკო ინდუსტრიაში საუკეთესო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენას, მათ მიერ შექმნილი სერვისებისა თუ პროდუქტების საფუძველზე. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივები ხაზგასმით გვაჩვენებს საქართველოს ბანკის მისწრაფებას, გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება და ოპერაციული გამოცდილება. ეს კი განაპირობებს მის მიერ ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მას საქართველოში საუკეთესო ბანკად აქცევს”, – ვკითხულობთ Euromoney-ს განცხადებაში.
„საქართველოს ბანკისთვის Euromoney-ს მიერ მონიჭებული საუკეთესო ბანკის წოდება მნიშვნელოვანი აღიარებაა – ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასება, რაც ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი გუნდისთვის მომხმარებელი პროცესის ცენტრია, ტექნოლოგიური ინოვაციები მთავარი ინსტრუმენტი, არ გაჩერება კი ის მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენს წარმატებას განაპირობებს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა ფეხი ავუწყოთ მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ ინტერესებზე მორგებული გამოცდილება“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
(R)