LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

120
ელინა

ეუთო მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგ+არეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესრელიზი ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პრესრელიზის თანახმად, მაღალი დონის შეხვედრების დროს მოქმედმა თავმჯდომარემ თანამოსაუბრეები დაარწმუნა ეუთო-ს უცვლელ მხარდაჭერაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მინისტრმა ვალტონენმა 2008 წლის ომის ხანგრძლივი შედეგები იხილა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს.

„გამყოფი ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ კრისტოფ შპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ მხრივ“, – განაცხადა ვალტონენმა.

პრესრელიზის თანახმად, ელინა ვალტონენმა გამოთქვა ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებისა და ეუთო-ს ინსტიტუტების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული მმართველობასა და შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიის პროფესიონალებისა და ჟურნალისტებისთვის სივრცეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები დემოკრატიული მდგრადობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არიან. ისინი უსამართლობას ებრძვიან, ინოვაციებს უწყობენ ხელს და ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულებას ითხოვენ. მათი ხმა არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, არამედ ისინი დაცულები უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის აღადგინოს“, –  განაცხადა მინისტრმა ვალტონენმა.

ასევე, პრესრელიზის თანახმად, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოს მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვალდებულებების შესრულებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g