26 ნოემბერს აშშ-მ მადლიერების დღე აღნიშნა. ამ განსაკუთრებულ ეროვნულ დღესასწაულს ამერიკელები საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებამ ერთად ატარებენ.
მადლიერების დღის აღნიშვნის ამ ტრადიციას ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილიც იზიარებს. გვინეთ პელთროუმ, ბრიტნი სპირსმა, ჰადიდებისა და კარდაშიანების ოჯახებმა და სხვა ვარსკვლავებმა ეროვნული დღესასწაულის ამსახველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნეს.
ევა ლონგორიამ დღესასწაული ნიუ-იორკში გაატარა, Macy’s Thanksgiving Day-ს ცნობილ აღლუმზე, NBC-ს თანამშრომლებთან ერთად. აღლუმი დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ასობით აკრობატი, კლოუნი და უამრავი საჰაერო ბუშტი 4 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. წელს სამ მილიონამდე მაყურებელს შორის ევა ლონგორიაც იყო.