ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ გიტანას ნაუსედა პოლიტიკურ შეხვედრებს იწყებს.
საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი, ოკუპაცია და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – ამ თემებზე ისაუბრებენ ქართველი კანონმდებლები გიტანას ნაუსედასთან.
დეპუტატების თქმით, ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.