LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობასკეტი 2017: საქართველოს 12 რჩეული ცნობილია

41

დღეს დილით საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრა, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.

დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

 

პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს A – B და C – D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:

B2 – A3
C1 – D4
A1 – B4
D2 – C3

B1 – A4
C2 – D3
A2 – B3
D1 – C4

შესაბამისად, საქართველოს, თუ ოთხეულში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა, მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის წარმოამადგენელი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის.

ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ 28 აგვისტოს, 17:00 საათზე ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.

B ჯგუფის კლენდარი შემდეგნაირად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები