LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“ – პაველ ჰერჩინსკი

134
პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“.

მისივე განცხადებით, „ვენეციის კომისია თავის ბოლო რეკომენდაციაში ძალიან ნათელი იყო, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ [ასეთი] კანონის არსებობის იდეა სწორი არაა და სერიოზულ რისკებს შეიცავს“.

„12-დან ერთ-ერთი პრიორიტეტი, მეხუთე, მდიდარი ხალხის საქართველოს საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაზე ჭარბი გავლენის შეზღუდვას ეხება. ეს ყოველთვის ქართველებზე იყო დამოკიდებული, გადაეწყვიტათ როგორ სურთ ამ პრობლემის მოგვარება. ვენეციის კომისია თავის ბოლო რეკომენდაციაში ძალიან ნათელი იყო, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ [ასეთი] კანონის არსებობის იდეა სწორი არაა და სერიოზულ რისკებს შეიცავს. ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია. 14 ივნისს კი, პარლამენტმა კანონპროექტი განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო.

EU-ს დელეგაცია: მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სჯობს „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი არ მიიღოთ

„არის წინააღმდეგობა – თუ ევროკომისია დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, თებერვალში ჩვენს მიერ მიღებული კანონი გაუქმდება“ – ირაკლი კობახიძე

გახარია: ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

„ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი იყო – როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“ – სარჯველაძე

magti 5g