LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთთან ვიზების გამარტივებული წესით გაცემაზე შეთანხმებას გააუქმებს, თუმცა სრული აკრძალვა არ იქნება – პიტერ სიიარტო

55
პიტერსიიარტო

ევროკავშირი რუსეთთან ვიზების გამარტივებული წესით გაცემაზე შეთანხმებას გააუქმებს, თუმცა სრული აკრძალვა არ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება ვიზების გაცემაზე სრულად აკრძალვის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი, სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვას.

სიიარტოს განცხადებით, ბლოკი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ვიზების გაცემას ამარტივებდა 2007 წლიდან მოყოლებული.

დღეს ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შესაძლო აკრძალვაზე. ამ საკითხს პრაღაში ევროკავშირის მინისტრების დღევანდელი შეხვედრის მეორე პანელზე განიხილავენ.

მანამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შესაძლო აკრძალვის შესახებ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის სრული აკრძალვის დაწესებას არაერთი ქვეყანა, კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g