ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი წერს:
„ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან, უვიზო რეჟიმს კი – 2017 წლის 1-ელი იანვრიდან“