LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელი იყოს – იოჰანეს ჰანის მესიჯები

170
gaxaria gaxaria

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ახალ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ევროპული კურსისა და განვითარების ერთგულია, მტკიცედ აგრძელებს რეფორმების კურსს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში.

იოჰანეს ჰანის მესიჯები – სასამართლო, არჩევნები და მედია

იოჰანეს ჰანი საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახნის ფარგლებში ჩამოვიდა, ღონისძიებას დაესწრო, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები, სადაც ხაზი გაესვა იმას, რომ:

„ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის და ძალისხმევის მხარდამჭერი“.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა და ამ რეფორმას ევროპულ დედაქალაქებში აკვირდებიან.

„აუცილებელია ეს ძალისხმევა კერძოდ კი კანონის უზენაესობისა და სამართლის რეფორმის კუთხით. მიმდინარე პროცესს, რომელსაც შედეგად მოჰყვება უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა, ყურადღებით აკვირდებიან როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა ევროპულ დედაქალაქებში და მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ხარისხი, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს ინსტიტუტი.“

ამ რეფორმაზე ისაუბრა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელებისა და შერჩევის პროცესს. უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურის დასახელებისა და წარდგენისას გამოვლენილი იყო გარკვეული პრობლემები, რომლის შესახებაც ოდირმა თავისი დასკვნა გააკეთა. მათ გამოავლინეს პროცედურული საკითხების მიმართ გარკვეული დარღვევები. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლებთან შესაბამისი საკითხი განვიხილოთ“

საუბარი შეეხო ასევე, 2020 წლის არჩევნებს და საარჩევნო რეფორმას, ასევე თავისუფალ მედიაგარემოს.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე საარჩევნო რეფორმა პასუხობდეს ეუთო-ს რეკომენდაციებს. კერძოდ 2020 წლის არჩევნების წინ ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა აუცილებელია და ამ კონტექსტში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია. ამ ფრაზას მან ერთი უცნაური წინადადებაც მოაყოლა:

„ევროკავშირი ზოგჯერ შეიძლება შემაწუხებელი იყოს, თუმცა აქვს უპირატესობა. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი. ხალხი იცვლება, თუმცა ინსტიტუტი რჩება.“

ოკუპაცია

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“ეჭვებისა და რაიმე დამატებითი აზრების გარეშე, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამხრეთ ოსეთთან ეს წერტილები, რომელიც ბორდერიზაციისთვის აქტუალური ხდება, ჩვენთვის მიუღებელია. კონსტრუქციული ჩართულობა, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობით, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი. მიმდინარე გამოწვევების ფონზე, ეს საკითხები აქტუალურია. ხალხი, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს, ითვალისწინებს იმ ინიციატივებს, რომელიც თქვენ მიერ ხორციელდება საჯარო მომსახურების კუთხით, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესებშია, რომ ყველა ეს შესაძლებლობა არსებობდეს და ქმედითად იყოს გამოყენებული, რომ ჯანდაცვის სფეროში და სხვა საჯარო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ. მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს აქვს გარკვეული საჭიროებები, ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაში და იმედს ვიტოვებ, ეს მდგომარეობა გამოსწორდება უახლოეს მომავალში“

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავრობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის, უმაღლესი დონის შეხვედრების ფორმატის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g