ევროკავშირმა წარმოადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – Digital Networks Act (DNA), რომელიც განსაზღვრავს ციფრული ქსელებისა და მედიის განვითარების ახალ ჩარჩოს ევროპაში.
ინიციატივა, რომელიც ევროკომისიის მიერ შემუშავდა, ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.
დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რადიოს როლს, როგორც მარტივად ხელმისაწვდომ, უფასო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მედიას, მათ შორის თანამედროვე, დაკავშირებულ ავტომობილებში.
ევროკავშირის მიდგომა ადასტურებს, რომ რადიო წარმატებით ინარჩუნებს საკუთარ პოზიციებს ციფრულ ეპოქაში და რჩება მედია ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად.
ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული Association of European Radios (AER) – ევროპული კომერციული რადიოების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.
რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, როგორც AER-ის წევრი და ევროპულ მედია-პროცესებში ჩართული ორგანიზაცია, AER-თან ერთად აქტიურად იღებს მონაწილეობას Digital Networks Act-ის განხილვაში და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფს რადიოს ხელმისაწვდომობას, კონკურენტუნარიანობას და მდგრად განვითარებას ციფრულ გარემოში.
ევროპაში მიმდინარე ეს საკანონმდებლო პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოშიც. იგი აჩვენებს, რომ რადიო რჩება თანამედროვე მედიის სანდო და ძლიერ ფორმატად, რომელიც აგრძელებს განვითარებას ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად.
