LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს: ნიკა მელიას ადვოკატები

108
ნიკა მელია nika melia

“ევროკავშირის გირაოს გადასახდელად, ოპოზიციონერი ლიდერის თანხმობა საჭირო არ არის. ხელისუფლება ნიკა მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა, პარტიის ლიდერთან დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა, ამიტომაც ცდილობენ, რომ  ნიკა მელიას პატიმრობა გაახანგრძლივონ. ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაში არ არის,” – განაცხადა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას სურს, რომ ნიკა მელიას პატიმრობა დასრულდეს, მათ აქვთ არა ერთი სამართლებრივი მექანიზმი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

“ამის შედეგად ნიკა მელია თავისუფლდება და შემდეგ დგება რამდენიმე დღიანი, ან კვირიანი გირაოს გადახდის ვადა,” – განმარტა კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით კი, თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს და თუკი პროკურატურა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს, ნიკა მელია გათავისუფლდება.

“ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელიას რამეს უნდა დათანხმდეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ამ შემთხვევაში ორივე შტო, პროკურატურაც და სასამართლოც არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან – რა დოკუმენტი მიუტანეს ენმ-ს ლიდერს ადვოკატებმა

მელიას შარავანდედის მოხვეჭა კანონდარღვევით სურდა და საპატიმროში აღმოჩნდა – ახლა, იძულებულია გირაოს დათანხმდეს: ირაკლი ქადაგიშვილი

 

პოპულალურები