LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიკროტალღური ღუმელები იმდენივე СО2-ს გამოყოფენ, რასაც 7 მილიონი ავტომობილი

55

ახალი ევროპული კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ გარემოსთვის მიკროტალღური ღუმელი ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც ავტომობილი, წერს ბრიტანული გაზეთი The Guardian. მკვლევარების ჯგუფმა, ალეხანდრო შმიდტის ხელმძღვანელობით მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, კვლევისშედეგები ჟურნალ Environmental Science-ში გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, მეცნიერები ამბობენ, რომ ევროკავშირში მიკროტალღური ღუმელები ყოვე წლიურად 7,7 მილიონი ტონა ნახშიროჟანგის გამოყოფაში არიან „დამნაშავენი“, რაც 6,8 მილიონი ავტომობილის წლიურ გამონაბოლქვს უტოლდება.

130 მილიონი მიკროტალღური ღუმელი ევროკავშირში 9,4 ტერაბაიტ ელექტროენერგიას მოხმარს საათში, რაც სამი მსხვილი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექვივალენტურია. მიკროტალღური ღუმელები ევროკავშირში სხვა ღუმელებთან შედარებით ყველაზე მეტი რაოდენობით იყიდება და მათი რიცხვი 2020 წლისთვის 135 მილიონს მიაღწევს.

მთლიანად მათი გავლენა გარემოზე ფართოდ შესწავლილი არ არის, მაგრამ მიკროტალღური ღუმელების მიერ მაღალი ენერგომოხმარება გარემოზე დიდ გავლენას ახდენს და ზრდის ზემოქმედებას კლიმატის ცვლილებაზე. ამიტომ, მკვლევარები მომხმარებლებს სთხოვენ, ეს მოწყობილობები უფრო ეფექტურად გამოიყენონ, მაგალითად მათი მუშაობის ადაპტირება საკვების ტიპთან მოხდეს, რომ ელექტროობის მაღალი დანახარჯი შემცირდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები