LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის პროგრამა ქართულ აუდიტორიას უფასო ონლაინ-გაკვეთილებს სთავაზობს

78

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტერნეტპროგრამა – “კულტურა და შემოქმედებითობა”, ქართველ მომხმარებელს ახალ უფასო ონლაინ-კურსებს სთავაზობს.

პროგრამის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისა და ექსპერტების ინტერაქტიული გაკვეთილები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებს ეხება. კურსების გავლა დაინტერესებულ პირებს დაეხმარება, შეისწავლონ, როგორ მიიზიდოთ ფულადი სახსრები და რესურსები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად; როგორ განავითარონ კულტურული ინიციატივები და მოახდინოთ მათი რეალიზება ბიზნესში; როგორ განათავსოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მათთვის ხელსაყრელად და სხვა.

„თითოეულ კურსში მრავლადაა მოყვანილი ამა თუ იმ იდეის რეალიზების მაგალითი, დამატებითი ინფორმაცია, ცხრილები და განმარტებები. ყველას, ვინც გაივლის და წარმატებით დაასრულებს ონლაინ-კურსებს, ევროკავშირის პროგრამის სერტიფიკატები გადაეცემა. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა კანდიდატებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ კარიერას და სურთ რეზიუმე გაიუმჯობესონ, ასევე იმ სპეციალისტებსაც, რომლებიც უკვე მუშაობენ კულტურულ მენეჯმენტში“, –აცხადებენ პროგრამის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, კურსის – “DIGITAL-კომუნიკაციები”, განმავლობაში შეისწავლიან, როგორ ჩამოაყალიბონ და წარმატებით განახორციელონ ონლაინ-კომუნიკაციის სტრატეგია. ამ კურსის ლექტორია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და შემოქმედებითობა” სპეციალისტი ანასტასია ნურჟინსკაია. „ანასტასია ნურჟინსკაია უკვე 15 წელია ატარებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიებს კულტურული ინდუსტრიების განვითარების, რეფორმების განხორციელებისა და სოციალური ცვლილებების მიმართულებით. ექსპერტი სამი ლექციის განმავლობაში მოგითხრობთ ვებსაიტების მენეჯმენტზე, სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებაზე; შეგასწავლით, როგორ შეიძლება გახადოთ კონტენტი მიმზიდველი და სასარგებლო ინტერნეტაუდიტორიისთვის“, – აცხადებენ ორგანიზატორები. (DIGITAL-კომუნიკაციების კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/digital-communication)

კურსი “კულტურული სტრატეგიები” ოთხი ლექციისგან შედგება. მისი გავლა დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ დაეხმარებათ, აითვისოთ, როგორ იქმნება სტრატეგია კულტურული ორგანიზაციისთვის, როგორ დგება დოკუმენტაცია, რომელიც რეალურ ეფექტს იძლევა. კურსს უძღვება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის “კულტურა და შემოქმედებითობა” სპეციალისტი რანგარ სიილი, რომელიც ათ წელზე მეტია სახელმწიფო, არაკომერციულ და ბიზნესორგანიზაციებთან მუშაობს. ლექციებზე სპეციალისტი ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზის, მათი პოტენციალის გაზომვისა და მუშაობის ეფექტურობის ახალ მეთოდებზე გაამახვილებს ყურადღებას. (“კულტურული სტრატეგიების” კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-strategy)

„კურსი ფინანსების მოსაზიდად “ფანდრაიზინგის სტრატეგიები”
”როგორ უნდა მოძებნოთ ფინანსური დონორები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად კულტურის სფეროში და როგორ უნდა დაამყაროთ მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა — ამის თაობაზე ოთხი ლექციის განმავლობაში გესაუბრებათ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის “კულტურა და შემოქმედებითობა” ხელმძღვანელი ტიმ უილიამსი. ის უკვე 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტებს კულტურულ სექტორში. ექსპერტი გიამბობთ დაფინანსების მოძიებისა და მიზიდვის ძირითად ეტაპებზე, დაწყებული კვლევებითა და აუცილებელი დონორების შერჩევით, დასრულებული პირადი კონტაქტების დამყარებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
(“ფანდრაიზინგის სტრატეგიების” კურსის დაწყება:https://www.culturepartnership.eu/publishing/fundraising-strategy)

მათივე ინფორმაციით, კურსი – “შემოქმედებით ეკონომიკაში ფასეულობების შექმნა”, მსმენელებს შემოთავაზებული ექვსი ლექცია შესაძლებლობას მისცემს გაერკვნენ კრეატიული ეკონომიკის ძირითად ელემენტებში და ასევე შეისწავლონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის ჩამოსაყალიბებლად. კურსის ლექტორია სააგენტო PPV Knowledge Networks-ის ეკონომიკური განვითარების დირექტორი ვლადიმირ ვორობეი.  (“შემოქმედებით ეკონომიკაში ფასეულობების შექმნის” კურსის დაწყება:https://www.culturepartnership.eu/publishing/creating-value-in-creative-economy)

მათივე ინფორმაციით, კურსის – “კულტურული ჟურნალისტიკა”, ხელმძღვანელია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი მაია ჯაგი, რომელიც უკვე 25 წელია თანამშრომლობს The Guardian-თან, Financial Times-თან, Economist-თან და სხვა მსოფლიო სახელის მქონე.  (“კულტურული ჟურნალისტიკის” კურსის დაწყება:https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-journalism-course)

კურსის – “კომუნიკაციები“, ხუთი ლექცია მსმენელებს დაეხმარება ისწავლონ, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი უფრო ეფექტურად მატი პროექტის წინსვლას. „ევროკავშირის პროგრამის ექსპერტი კომუნიკაციების განხრით ანდრეი კულაკოვი იმ ძირითად წესებსა და რეკომენდაციებზე გიამბობთ, რომლებიც მედიასთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაოდაა საჭირო.  (“კომუნიკაციების” კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/communication-course).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g