LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

149

2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 37.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც 22.1%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 19.4%-ს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი და სხვა.

„2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 6.3 მლნ აშშ დოლარით (112%), რაც ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია. ღვინის ექსპორტი გაიზარდა 1.9 მლნ აშშ დოლარით (62%); მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 0.7 მლნ აშშ დოლარით (21%), ხოლო გადამუშავებული თხილის ექსპორტი გაიზარდა 0.6 მლნ აშშ დოლარით (37%).

2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთში (2.7-ჯერ და 6.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ლიტვაში (19%-ით და 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ესპანეთში (3.5-ჯერ და 3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და ნიდერლანდებში (33%-ით და 3.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g