ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ. ამის შესახებ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსიაკონსუერგამ დღეს განაცხადა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზეა დამოკიდებული საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლა.
შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზეევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.
