LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებაზე შეთანხმდნენ

44
1578482461-ევროკავშირი

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდასაც ითვალისწინებს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომელიც მოიცავდა ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისკენ და რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა.

ბორელის თქმით, სანქციების მერვე პაკეტი მიმართული იქნება „რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე პასუხისმგებლები არიან“.

„აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, – განმარტა ბორელმა.

mazda magti 5g