LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით საკუთარ თავს “ფილტვებში ესროლა” და ახლა სული ეხუთება: უნგრეთის პრეზიდენტი

147
Capture

“თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენ თავს მხოლოდ ფეხში ვესროლეთ, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება”. – ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეცდომაა, ვინაიდან მისი განმარტებით, ეს უკრაინას არ ეხმარება და ევროპის ეკონომიკას ანადგურებს.

“ევროკავშირმა ფილტვებში გაისროლა რუსეთის მიმართ გაუაზრებელი ეკონომიკური სანქციებით. თუ უკან არ დაიხევს, ევროპის ეკონომიკის განადგურების საფრთხეს უქმნის.

სანქციები უკრაინას არ ეხმარება, თუმცა, ისინი ზიანს აყენებენ ევროპულ ეკონომიკას და თუ ეს ასე გაგრძელდა, საერთოდ მოკლავს ევროპულ ეკონომიკას. აუტანელია, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. სიმართლის დრო უნდა დადგეს ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სანქციების პოლიტიკა მცდარ ვარაუდებზე იყო დამყარებული და ის შესაცვლელია”. – განაცხადა ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები