LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა ტურისტების შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის ამოქმედების თარიღი გამოაცხადა

129
EES

ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ავტომატური შესვლისა და გასვლის სისტემის ამოქმედების თარიღი ტურისტებისთვის (Entry/Exit System, EES), რომლებსაც არ აქვთ ადგილობრივი მოქალაქეობა. ამის შესახებ პორტალი Schengen.News იტყობინება.

ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა თქვა, რომ EES ამოქმედდება 2024 წლის 10 ნოემბერს. მან დასძინა, რომ სისტემა ახლა ტესტირების დასკვნით ეტაპს გადის. იოჰანსონის თქმით, EES-ს ყოველწლიურად დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი გამოიყენებს.

განმარტავენ, რომ ახალი ავტომატიზირებული IT სისტემა ჩაიწერს უცხოელი მოგზაურების ევროკავშირში შესვლის ისტორიას, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ვიზა. ის ჩაანაცვლებს ხელით ბეჭდის მიმდინარე პროცედურას და ჩაიწერს პირის სახელს, სამგზავრო დოკუმენტის ტიპს, ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულებები), ასევე ევროკავშირის ზონიდან შესვლისა და გასვლის თარიღსა და ადგილს.

წყაროს ცნობით, EES ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას და იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცდილობენ ევროკავშირში შესვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები