LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა

56
ვიქტორ და ალექსანდრ იანუკოვიჩები

BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა. როგორც მედია იუწყება, მათი სახელები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოჩნდა, რას იმას ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში უკვე შევიდა.

„უკრაინის სასამართლო თვლის, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო უკრაინაში რუსეთის შეჭრისკენ მოწოდების გამო. მისი გადაყენების შემდეგ იგი გადავიდა რუსეთში, საიდანაც განაგრძო ქმედებები უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით“, – ნათქვამია გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილში.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ბიზნესმენი, ალექსანდრე იანუკოვიჩი დონბასის რეგიონში, რომელსაც სეპარატისტული ჯგუფები აკონტროლებენ, ბიზნესს კვლავ აწარმოებს.

იანუკოვიჩი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი ევროკავშირის სანქციების სიაში პირველად 2014 წელს უკრაინაში რევოლუციის შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g