ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის, განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია, თავდაცვის კუთხით, აშშ-ის იმედი ჰქონდეს.
აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ავსტრიულ გამოცემა Tiroler Tageszeitung-ს განუცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროპელების მოსაზრება ევროკავშირზე უმჯობესდება, თუმცა რეგიონი აშშ-ს დაცვისთვის ვერ მიმართავს.
„აშკარა ხდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ ამერიკის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერაზე,“ – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.