LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შემდეგაც შეუნარჩუნდება

172
shutterstock_575933677

ბრიტანელებს Brexit-ის შემდეგ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება შეუნარჩუნდებათ. კანონი ევროპარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „Euronews“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას უვიზოდ 6 თვის განმავლობაში 90 დღემდე შეძლებენ.

მოქალაქეებს ვიზაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეტყვიან, თუ ლონდონი ანალოგიურ ზომებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის გადადებას მხარი დაუჭირა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს, დაარწმუნოს ბრიუსელი, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა 22 მაისამდე უნდა გადაიდოს.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის თანმიმდევრულ გეგმას ვერ დაამტკიცებს, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 12 აპრილს უნდა დატოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g