ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად, ის ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს.
ჰენა ვირკკუნენის განცხადებით, „დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით“.
„ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელს მსოფლიოში. ვინც ფუნდამენტურ უფლებებს არ იცავს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ჰენა ვირკკუნენმა.