LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა გადავიტანოთ ამერიკაში: უეფა მორიგ რევოლუციას გეგმავს

33

უეფა ევროთასების საზღვრების გაფართოებას გეგმავს და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის სხვა კონტინენტზე ჩატარების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

2018-19 წლების სეზონის ფინალს რომელიმე ევროპული ქალაქი მიიღებს, 2020 წელს კი, სეზონის მთავარი მატჩი შესაძლოა, ოკეანის გაღმა ჩატარდეს. უეფა ამისთვის იდეალურ ადგილად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ კი ნიუ-იორკს.

უეფა-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვა სურვილი, მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში გამართულიყო.

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიევი მიიღებს. 2018-19 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩზე კი, პრეტენზიას აცხადებენ მადრიდი (“ატლეტიკოს” ახალი სტადიონი “მეტროპოლიტანო”) და ბაქო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g