LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ თუ პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა, საფრთხე გვემუქრება, რომ უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ…15 ივლისს ევროპული საბჭო საქართველოზე იმსჯელებს“ – სალომე სამადაშვილი

109
სალომე სამადაშვილი

„15 ივლისს საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობის, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობისა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერის თაობაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,– აღნიშნული განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, ეს რეზოლუცია ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში:

„ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება. ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული მსჯელობის წინ, ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ეს ნათელს ხდის, მათ შორის, უპირველესად იმ ხალხისთვის, ვინც კიდევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი, მისი ევროპული მომავლის ბედი აწუხებს, ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა.

⭕➡ „რაისა [რასა იუკნევიჩიენე] კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g