LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას გაზის მიწოდება აღუდგა – „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ დღეს დილით ამუშავდა

203
The sun rises behind the pipe systems and shut-off devices at the gas receiving station of the Nord Stream 1 Baltic Sea pipeline and the transfer station of the OPAL gas pipeline, Baltic Sea Pipeline Link, in Lubmin, Germany, Monday, July 11, 2022. The Nord Stream 1 pipeline, Germany???s main source of Russian gas, is scheduled to be out of action until July 21, 2022, for routine work. The operator said the gas flow was reduced progressively starting at 6 a.m. ( Jens Buettner/dpa via AP)

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 1“, რომლის საშუალებითაც ევროპისთვის გაზის მიწოდება ხორციელდება, ამუშავდა. გაზსადენი, რომელიც დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღის განმავლობაში დახურული იყო, დღეს დილით გაიხსნა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გაზსადენი ამჟამად, დაახლოებით, 30%-იანი დატვირთვით მუშაობს. გერმანია კრემლს ნავთობისა და გაზის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო და დასავლეთმა მოსკოვს სანქციებით უპასუხა, რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები