LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება

17

ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. ევროკავშირის სტატისტიკის ბიურომ „ევროსტატმა“ უკანასკნელი 20 წლის მონაცემები შეაჯამა და დაადგინა, რომ 1996 წლის შემდეგ ავარიათა რაოდენობამ მთელი 57%-ით დაიკლო. ყველაზე უსაფრთხო გზები კი შვედეთში მდებარეობს და ყოველ მილიონ ადამიანზე მსხვერპლი მხოლოდ 27-ია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ის სიაში მეორე ადგილს იკავებს და მილიონ მაცხოვრებელზე – 28 მსხვერპლია. სიის ბოლოში კი ყველაზე მეტი ავარიით ბულგარეთი და რუმინეთი მოექცნენ და მათ შემთხვევაში მსხვერპლის რაოდენობა თითქმის 100 ადამიანს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები