LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ბენზინისა და დიზელის ავტომობილებს ვეღარ დაარეგისტრირებენ

56
electrocar

ევროკავშირი გეგმავს, რომ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეგისტრაცია აკრძალოს, სიახლე ძალაში 2035 წლიდან შევა. ახალ ეტაპზე გადასვლა სწრაფად და ყოველგვარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე უნდა მოხდეს და ამ თემასთან დაკავშირებით ხმის მიცემა უახლოეს მომავალში შედგება.

ევროპული გამოცემები ფიქრობენ, რომ ამ წინადადებას ევროპარლამენტი მხარს უყოყმანოდ დაუჭერს და იმავე აზრზე არიან წევრი სახელმწიფოებიც.

მაგალითად, საფრანგეთი გეგმავს რომ 2035 წლიდან აკრძალოს ყველა მანქანა რომელიც ჰაერში მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. ერთადერთი მასობრივი ალტერნატივა ელექტრომობილები უნდა იყოს.

ევროკომისია კი თავის მხრივ გააკონტროლებს, თუ რამდენად მოიმატებს ეკოლოგიური ავტომობილების წარმოება და გაიზრდება თუ არა მათზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნებში. საქმე ისაა, რომ მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ელექტროქარები საკმარისად პოპულარული ჯერ კიდევ არ არის და თანაც ტრადიციული აგრეგატის მქონე მოდელების აკრძალვა მილიონამდე სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები