ევროკომისიამ ავიაკომპანიებს თავის თვითმფრინავებში უახლესი 5G ტექნოლოგიის დამონტაჟების უფლება მისცა. ეს კი მგზავრებს საშუალებას მისცემს დარეკონ, ინტერნეტი გამოიყენონ და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნონ. ინფორმაციას ამის შესახებ digital-strategy ავრცელებს.
5G ქსელის გამოყენება სატელიტური ინტერნეტის დახმარებით იქნება შესაძლებელი.
მგზავრებს კი პირობას აძლევენ, რომ მიწასა და ჰაერში კავშირის ხარისხს შორის ისინი სხვაობას ვერ ნახავენ და 5G ინტერნეტის ფასი მათი ტარიფით უცვლელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია ქსელურ კავშირს მიწაზე მოძრავი ტრანსპორტისთვისაც გააუმჯობესებს.