“ისეთი ცხოვრება მოვიდა, ამ მთავრობის ხელში, რომ ხვალიდან ევროპაში მივდივარ სამუშაოდ.” – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თვენახევარი იმუშავებს მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად და იახტის კაპიტნად.
როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ანაზღაურება არ ექნება, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ კარგ ოჯახში მოხვდა:
“ისეთი ცხოვრება მოვიდა, ამ მთავრობის ხელში, რომ ხვალიდან ევროპაში მივდივარ სამუშაოდ.
თვენახევარი ვიმუშავებ მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად, იახტის კაპიტნად, მაშველად და შესაბამისად პოლიტიკა, არჩევნები, უფრო სასაცილო – ვადამდელი არჩევნები, ლარის კურსი, კოვიდსტატისტიკა და ეგეთები აღარ გამაგონოთ.
მართალია ანაზღაურება არ მექნება, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს რომ კარგ ოჯახში მოვხვდი, ოთხი ოქრუაშვილია და ერთი გორდელაძე. საკუთარი ოჯახი თუ დაგიქირავებს ეგეთ ვაკანსიებზე თორემ სხვას რა ჯანდაბად ვუნდივარ.
არ იცრებით და ამ ჩემს ფეხებს.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქში”.
