ევროკავშირში ნედლეულის თითქმის 12% გადამუშავებული ნივთიერებებისგან მიიღება. ეს კი ევროპის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამის მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი 2023 წლის შეჯამების შემდეგ აკეთებს.
განახლებადი ეკონომიკა ყველაზე კარგად ნიდერლანდებშია განვითარებული, სადაც ნედლეულის 30,6% „მეორადი წარმოშობისაა“. მეორე ადგილზეა იტალია (20,8%) და ლიდერთა სამეულს მალტა (19,8%) ასრულებს.
რეიტინგის მეორე ბოლოში რუმინეთი (1,3%), ირლანდია (2,3%) და ფინეთი (2,4%) მოექცა.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში განახლებადი ეკონომიკის შექმნის მიზანი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაა, რაც ნედლეულის დაზოგვით და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენების ვადების გაზრდით მიიღწევა.