LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში თავის მოჭრის დრო დაგვიდგა: ყველაფერი ძველებურადაა

19

ქართული გუნდების ყოველწლიური სამარცხვინო ევროპული ტური დაიწყო. სამი ქართული კლუბი ერთდროულად ჩაერთო ევროტურნირებზე და სამივემ წააგო. ორმა შინ და ერთმა გასვლაზე დიდი სხვაობით.
მუდმივად ერთი და იგივე: გაუთავებლად ცარიელი ლაპარაკი და არანაირი საშველი. წელსაც მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო და რაც ლოგიკურია.
ქართულ ფეხბურთი ძალიან ღრმა პრობლემებშია ჩაფლული და არნახული რეორგანიზაციის გარდა არაფერი უშველის. ვინ უნდა გაატაროს რეფორმები, ეს ხალხიც არ არსებობს, არც ის იცის ზუსტად ვინმემ, რა და როგორ უნდ აკეთოს – ჰოდა, შედეგი ტაბლოზეა.

 

ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად ტრენჩინს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ანგარიში ქუთაისელებმა გიორგი გურულის თავური დარტყმით გახსნეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე საკუთარ კარში ხუთი გოლი გაუშვეს. ბოლო გოლი “ტრენჩინის” ქართველი შემტევის გიორგი ბერიძის ანგარიშზეა.

საჩხერის “ჩიხურამ” კი დინამო არენაზე ავსტრიულ “ალტახს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ავსტრიელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე მეოთხე წუთზე გახსნეს.

მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ბათუმის “დინამო” “იაგიელონიასთან”, რომელმაც პოლონურ კლუბს ქუთაისში უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე შერიდანმა გაიტანა.

განმეორებით შეხვედრებს ქართული კლუბები 6 ივლისს გამართავენ.

 

ევროპა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ჩიხურა (საჩხერე, საქართველო) – ალტახი (ავსტრია) 0:1 (0:1)
29 ივნისი. 20:00. თბილისი. “დინამო არენა”
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე (ფონიავა 67), განუგრავა, გორგიაშვილი (გაბდავა 83),სარდალიშვილი, გელაშვილი (დეკანოიძე 71), ტატანაშვილი
გოლი: 0:1 ნგუატ-მაოპი (4)
გაფრთხილება: კაშია (39), ჩიკვაიძე (47), კაკუბავა (77), გალვაო (90)
სტატისტიკა
ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 6 (2) – 6 (4), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-2, ჯარიმა: 12-18

სოსო ფრუიძე (ჩიხურას მწვრთნელი):
“ვინც ფიქრობს, რომ მეტი შეიძლებოდა, ვეთანხმები, მეტი შეგვეძლო. ვთქვი, რომ ფიზიკური კონდიციები თუ გვეყოფოდა, მეტოქეს მივაყენებდით ბოლო დარტყმას, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს და იძულებული ვიყავით, გადაცემები გვერდით გაგვეკეთებინა და არა წინ.
რა თქმა უნდა, შანსები მათ უფრო მეტი აქვთ, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

 

ბათუმის „დინამო“ – ბელოსტოკი „იაგელონია“ 0:1 (0:0)
29 ივნისი. 20:00. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“ . 5000 მაყურებელი
„დინამო“: ტიმოფეეევი, ფარტენაძე, მახარაძე, ქავთარაძე (გორელიშვილი, 78), შონია, თევდორაძე (ტვილდიანი, 65), სუხიაშვილი, კვირკველია, გრიგალაშვილი (მარცვალაძე, 82), თარხნიშვილი, კვასოვი.

გოლი: 0:1 შერიდანი (49)
მე-15 წუთზე შერიდანმა ვერ გამოიყენა პენალტი

კონსტანტინე ფროლოვი („დინამო“): „ჩვენს გუნდს მეტოქესთან შედარებით ასეთი მატჩების გამოცდილება არ გააჩნია. ალბათ მარცხის მთავარ მიზეზად სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ. წაგების მიუხედავად ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ. მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით გამარჯვებას“.

 

“ტრენჩინი” – “ტორპედო” 5:1 (2:1)
ტრენჩინი, “ნა შიჰოტი”
“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; გიგაური, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 46); დოლიძე, კუხიანიძე (ხურციძე 82), ტუღუში (კვირკვია 67); კაპანაძე
გოლები: 0:1 გურული (10), 1:1 მანსე (36), 2:1 მანსე (40), 3:1 ცატაკოვიჩი (75), 4:1 პაური (84), 5:1 ბერიძე (87)
გაფრთხილება: სულეკი (64), მანსე (67) – გიგაური (38)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:2

კახა ჩხეტიანი (ტორპედო): “თავიდან, მატჩი კარგად დავიწყეთ. ფეხბურთელები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ და გოლიც გავიტანეთ. შემდეგ ყველაფერი აირია, რითაც “ტრენჩინმა” კარგად ისარგებლა და ხუთი გოლი გაგვიტანა.
ისღა დაგვრჩენია, განმეორებითი მატჩისთვის მოვემზადოთ. გვსურს, 6 ივლისს, მატჩის შემდეგ მოედანი ღირსეულად დავტოვოთ”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები