ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც ევროკავშირის ავიახაზებზე ხელბარგის საფასურის გაუქმებას ისახავს მიზნად.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ მოგზაურებს 7 კილოგრამამდე წონის ხელბარგით მგზავრობა ყოველგვარი დამატებითი მოსაკრებლის გარეშე შეეძლებათ – ისინი ხელბარგს (Hand Luggage) თვითმფრინავის სალონში უფასოდ აიტანენ.
ანალიტიკოსების აზრით, ეს გადაწყვეტილება რამდენადაც ხელსაყრელია მგზავრებისთვის, იმდენად დიდი დარტყმა იქნება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის. მაგალითად, Ryanair-მა შარშან 4.7 მილიარდი ევრო სწორედ ისეთი დამატებითი მოსაკრებლებისგან მიიღო, როგორიცაა ბარგის წონა და ადგილის არჩევა. შესაბამისად, ახალმა რეგულაციამ, შესაძლოა, ბილეთების ფასის ზრდა გამოიწვიოს, რათა ავიამზიდებმა დანაკარგი აანაზღაურონ.
