LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე დიდხანს იტალიელები, შვედები და ესპანელები ცხოვრობენ

106
Screenshot 2025-10-07 103246

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპელთა შორის ყველაზე მაღალი მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა იტალიელებს, შვედებსა და ესპანელებს აქვთ. ამის შესახებ Eunews წერს.

იტალიასა და შვედეთში ეს მაჩვენებელი 84,1 წელს აღწევს, ხოლო ესპანეთში – 80,4 წელს.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაფიქსირდა ბულგარეთში (75,9 წელი), რუმინეთში (76,6 წელი) და ლატვიაში (76,7 წელი).

აღსანიშნავია, რომ ევროპაში საშუალო მაჩვენებელი 81,7 წელია, რაც წინა წელთან შედარებით ოთხი თვით მეტია.

2019 წლის პანდემიამდე არსებულ დონესთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 26 ქვეყნიდან 24-ში. ყველაზე მეტად მაჩვენებელი გაიზარდა ლიეტუვაში (1,1 წლით), ხოლო ჩეხეთში, ლატვიასა და რუმინეთში – თითო წლით.

საფრანგეთში ზრდა შედარებით მცირეა – მხოლოდ 0,1 წელი.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა – ნიდერლანდებია.
საინტერესოა, რომ 2017 წლის კვლევის მიხედვით, პროგნოზირებულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მომავალშიც გაიზრდება. 50%-იანი ალბათობით, საფრანგეთსა და ესპანეთში დაბადებული გოგონების ნაწილი 90 წლამდე იცხოვრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები